|
2018-06-26 13:09:51, 771 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები სხვადასხვა ინიციატივების სახით, საზოგადოებას მოხმარდება
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად, სამთავრობო ხარჯები შემცირდება და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად 3.9%-ზე ჩამოვა. როგორც ბახტაძემ განმარტა, რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა პარლამენტს შესაბამისი ინიციატივით დღესვე მიმართავს. „დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები სხვადასხვა ინიციატივების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება. ამ სტრუქტურული რეფორმის განსახოციელებლად, მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს, შესაბამისი საკანომდებლო ინიციატივით. ეს არის ჩვენი ხედვა და დარწმუნებული ვარ სრულ თანხვედრაშია საზოგადოების დაკვესთან, რომ ქვეყანას სჭირდება მცირე ბიუროკრატია. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ვხარჯოთ იმაზე მეტი მართვაზე, ვიდრე დღეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, იმ გამოწვევებისთვის, რაც დღეს არსებობს ჩვენი ეკონომიკის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ მოცემულობას, სადაც სამთავრობო უწყებები ორიენტირებული არიან კონკრეტულ შედეგებზე, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. ამას თითოეული მოქალაქე აუცილებლად იგრძნობს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ცნობისთვის, პრემიერმა დღეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს; ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)