|
2018-06-25 20:09:54, 868 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მ.კ.-ს მიმართ, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს (ვიდეო)
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, დღევანდელმა სხდომამ გამოძიების მისამართით უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ხვალ დაგეგმილ სხდომაზე ის აპირებს კომისიის წევრებს მიმართოს, რათა მათ სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ რეკომენდაციები შეიმუშავონ. მისივე თქმით, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს. "საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომა დაიკითხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი. მათ მისცეს კომისიას ახსნა განმარტებები და დაისვა ბევრი კითხვა. ხვალეც გავაგრძელებთ ამ განმარტებების მიღებას, მაგრამ შემიძლია პირადი პოზიცია დავაფიქსირო, როგორც კომისიას წევრმა. გაჩნდა კონკრეტული კითხვები, უფრო მეტიც აქამდე არსებული კითხვების ძალიან დიდ ნაწილზე პასუხი ვერ მივიღეთ და უფრო მეტი კითხვა დაგვებადა. დღევანდელი დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა 2 მნიშვნელოვანი საკითხი. ვაპირებ ხვალ დავაყენო საკითხი, რომ კომისიამ იმსჯელოს და შეიმუშავოს რეკომენდაციები შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. პირველი - გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის კუთხით. ეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ ეს ნაბიჯი მათ არ გადადგეს. მეორე საკითხი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს დაჭრეს კიდევ ერთი მომზარდი გ.მ. და ეს ინფორმაციაც იყო ხელმისაწვდომი, თუმცა მიუხედავად ამისა, აღნიშნული საქმის ცალკე გამოყოფა და გამოძიება არ მომხდარა. ასევე, დღევანდელმა დისკუსიამ აჩვენა, რომ პროკურატურას და შსს-ს არ აქვს განმარტება, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ამოიღეს ვიდეოკამერების ჩანაწერები დაგვიანებით, ანუ 5-6 დღის შემდეგ. ამ ყველაფერმა დამატებითი კითხვები გააჩინა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძისა და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის გამოკითხვა დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი გამოკითხვა ხვალ, 15:00 საათზე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)