|
2018-06-24 11:51:35, 1730 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
თურქეთში დილის 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. დამკვირებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნისას, განსაკუთრებული დრღვევები არ გამოვლენილა. არჩევნებში მონაწილეობას სულ 56 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან საკუთარი პოზიცია 7-დან 19 ივნისამდე დააფიქსირეს. თურქეთის პრეზიდენტობისთვის 6 კანდიდატი იბრძოლებს: მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, "სახალხო ალიანსის" კანდიდატი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მუხარემ ინდჟე და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი სელახატინ დემირტაში, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. გარდა ამისა, 100 ათასი ხელმოწერის საფუძველზე არჩევნებში კენჭს კიდევ 3 კანდიდატი იყრის. ესენი არიან: İYİ Parti-ს წარმომადგენელი მერალ აქშენარი, Saadet Partisi-ს თავმჯდომარე ტემელ კარამალაოგლუ და Vatan Partisi-ს ხელმძღვანელი დოგუ პერინჩეკი. აღსანიშნავია, რომ 6 კანდიდატიდან ერთ-ერთი ქალია.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)