|
2018-06-23 16:35:05, 2027 ნახვა
მსოფლიო
#StopBrexit - ლონდონში ევროკავშირში დაბრუნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს
ლონდონის ცენტრში ევროკავშირის მხარდასაჭერად მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს "ბრექსითზე" უარი თქვას. ბრიტანელები რეფერენდუმის ხელახლად ჩატარებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ სრული უფლება აქვთ მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ და გადაწყვეტილების მიღებაში მიიღონ მონაწილეობა". მათივე განმარტებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირიშია მათ სამომავლო ცხოვრებასთან. მედიის ცნობით, აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობას. მათ ხელში ბანერები უკავიათ, შემდეგი წარწერებით: #StopBrexit (შეაჩერეთ ბრექსითი), Stronger Together (ერთად უფრო ძლიერები ვართ), With EU (ევროკავშირთან ერთად), For Our Future (ჩვენი მომავლისთვის) და სხვა. აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. მიმდინარე წლის 29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰემონდი ამბობს, რომ პროცესი, შესაძლოა, 6 წელს გაგრძელდეს.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)