22:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-23 13:50:11, 818 ნახვა

კომენტარი
ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გავრცელების ინიციატივა დრაკონულია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, საბჭოს ყველა წევრზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გავრცელება, იმ არამოსამართლე წევრების წინააღმდეგა არის მიმართული, რომელიც საბჭოს ღიად აკრიტიკებს. 

ჯანეზაშვილმა აღნიშნულ კანონს დრაკონული უწოდა და დასძინა, რომ საბჭოს წევრი უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან მის მიერვე დანიშნული ორგანოს მიერ.

"ითხოვენ, რომ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, ანუ აქ პირდაპირ იგულისხმება არამოსამართლე წევრები, დაეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა და მათ შორის გახდეს გათავისუფლების საფუძველიც, თუკი მძიმე დარღვევებს ექნება ადგილი. აქ საუბარია იმაზე, რომ თუკი მე არჩეული ვარ პარლამენტის ან სხვა წევრი არჩეულია პრეზიდენტის მიერ, ის გათივისუფლდეს სადისციპლინო კოლეგიის ან პალატის მიერ და არა იმავე დამნიშნავი ორგანოს მიერ. ეს რა თქმა უნდა დრაკონული კანონია, ვინაიდან მათ ექმნებათ დისკომფორტი და პრობლემები, როცა საჯაროდ გამოგვაქვს ყველა ის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც საბჭოში ხდება. ამის საპასუხოდ მათ შემოიტანეს ასეთი წინადადება. წარმოდგენილი წინადადებით ცილისწამება ან ისეთი ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც მათთვის მიღებელია, შეიძლება გახდეს სადისციპლინო პროცედურების დაწყების საფუძველი", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics