|
2018-06-22 18:20:34, 904 ნახვა
კომენტარი
ბესელია ბოკერიას: ძალიან ნუ გაერთობით და იმ ხიბლში ნუ ჩავარდებით, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი [ვიდეო]
„ძალიან ნუ გაერთობით და იმ ხიბლში ნუ ჩავარდებით, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი“, - ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯდომარე ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას. დეპუტატებს შორის კამათი კომისიის მიერ კონკრეტული ექსპერტების მოწვევის წესს მოჰყვა. ბესელიამ აღნიშნა, რომ კომისიაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა კონკრეტული ექსპერტები ისე მიიწვიეს, რომ სხვა წევრებისთვის არ უთქვამთ, რაც მისი თქმით, რეგლამენტის დარღვევაა. „ბატონო გიგა, ძალიან ნუ გაერთობით და ნუ ჩავარდებით იმ ხიბლში, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი. ეს ძალიან დროებითი მოცემულობაა, ამიტომ ხშირად გაიხსენეთ ხოლმე, რადგან შეიძლება ისე დაიჯეროთ, რომ მერე სულ აგერიოთ ხოლმე ვერტიკალები“, - განაცხადა ბესელიამ. საპასუხოდ ბოკერიამ აღნიშნა, რომ „უმრავლესობაში ყოფნა ზოგადად დროებითია“. მმართველი გუნდის დეპუტატს „ევროპული საქართველოს“ კიევ ერთი წევრი, ოთარ კახიძეც გამოეხმაურა: „ქალბატონო ეკა, თქვენი ხელისუფოლება დროებით არ არის? მუდმივად ხართ ?“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)