|
2018-06-22 15:49:48, 969 ნახვა
კომენტარი
„ბულინგის გამო მოხდა ტრაგედია“ - დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი 51-ე სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე საუბრობს
„მთავარი პროკურირი გადადგა თანანმდებობოდან, 51-ე სკოლის დირექტორი კი კვლავაც ინარჩუნებს თავის თანანმდებობას, ეს ჩემთვის მიუღებელია, რადგან სკოლაში მომხდარი ბულინგის გამო მოხდა ეს ტრაგედია“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მსგავსი შემთხვევების დროს სკოლის დირექტორს პასუხისმგებლობა ეკისრება. „გამოძიების ეტაპზეც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კონფლიქტი წამოვიდა საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტიდან, ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლომ ეს ფაქტი დადასტურებულად ცნო, რომ იმ ორი ბავშვის მიმართ ა.ს.-ს და თ.ჩ.-ს მიმართ განხორციელდა გარკვეული ტიპის ძალადობა, თუმცა მე ვერ ვიგრძენი მორალური პასუხისმგებლობა სკოლის დირექტორისგან, მაშინ როდესაც მთავარი პროკურირი გადადგა თანანმდებობოდან, დირექტორი ინარჩუნებს თავის თანანმდებობას, რაც ჩემთვის მიუღებელია. თავისი მორალური პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო ამასთან დაკავშირებით. დადასტურებულად არის მიჩნეული რომ დ.ნ-მ და დ.ღ.-მ განახორციელეს გარკეული ზემოქმედება ორ მეცხრე კლასელზე, ესროლეს მათ პლასტმასის იარაღი და დაემუქრნენ, რომ საპირფარეშოში ჩააყოფინებდნენ თავს, რამაც შემდეგ გამოიწვია ეს ყველაფერი. ეს ფაქტი დადასტურებულია და ამ კუთხით არავის რეაგირება არ მოუხდენია. ეს ბავშვები დღემდე სკოლაში სწავლობენ. მე გარკეეული შეხება მქონია განათლების სისტემასასთან, როდესაც მსგავსი ფაქტები ხდებოდა დირექტორები ცდილბდნენ, რომ გარკევული ოქმებით დაეფიქსირებიანთ ეს შემთხვევა და შესაძლებელია კიდეც მოსწავლე გაერიცხათ კიდეც სკოლიდან, ამხელა ამბავი მოხდა და ეს ბავშვები ისევ იმ სკოლაში სწავლობენ, დისციპლინური სახდელიც კი არ შეუფარდებიათ მათთვის“, - აღნიშნა ხათუნა მაღლაკელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)