|
2018-06-22 11:35:14, 704 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი ხორავას ქუჩის საქმეზე: პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება ვერ უზრუნველყო
საქართველოს სახალხო დამცველი ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი სრულად გაეცნო განაჩენს და მიაჩნია, რომ იგი დასაბუთებულია და კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული. „სახალხო დამცველი გაეცნო ხორავას ქუჩაზე ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანის მიმართ გამოტანილ განაჩენს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენმა ცალსახად გამოკვეთა სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი გამოძიებაში არსებული ხარვეზები, რომელთა შედეგადაც პროკურატურამ ვერ უზრუნველყო გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წლის 31 მაისს გამოიტანა, ხოლო განაჩენის სრულ ვერსიაზე 14 ივნისს დაასრულა მუშაობა, სადაც დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სრულად გაეცნო განაჩენს და მიაჩნია, რომ იგი დასაბუთებულია და კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული. განაჩენი საკმაოდ დეტალურ და ამომწურავ მსჯელობას შეიცავს. მასში გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და პარალელურად, ყველა სამართლებრივი საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკის შესაბამისად არის გადაწყვეტილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანია არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ყველა დეტალის ეფექტური გამოძიება. სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩაატაროს სწრაფი და ყოველმხრივი გამოძიება, რათა გამოავლინოს დანაშაულთან დაკავშირებული ყველა პასუხისმგებელი პირი. ასევე, გამოავლინოს ის პირები, რომელთაც ხელი შეუშალეს გამოძიების სათანადოდ წარმართვას. ამ კონკრეტული საქმის განხილვის ფონზე, განაჩენმა ნათლად დაგვანახა სკოლაში ბავშვთა ბულინგისა და ძალადობის დაცვის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობაც. დასტურდება, რომ სკოლაში ბავშვთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანი შესრულება სისტემური რეფორმის გატარებას მოითხოვს, რათა სამომავლოდ არასრულწლოვნებს შორის ძალადობა მინიმუმამდე შემცირდეს და თავიდან ავიცილოთ მსგავსი ფატალური შემთხვევები“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)