|
2018-06-21 19:52:29, 861 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: მთავრობის ოპტიმიზაცია საკადრო შემცირებებთან არ იქნება დაკავშირებული
„სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებთ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, არსებობს მსჯელობის პროცესი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლკსიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხდა. როგორც მან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. „ერთი რაც შემიძლია გითხრათ, ადმინისტრაციული ხარჯები იქნება შენარჩუნებული ეკონომიკური ზრდის პირობებში. რა საკვირველია, ეს მოგვცემს სერიოზულ დანაზოგს, აქედან გამომდინარეობს ყველა ის დაპირება, რაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც ალბათ უნდა გაითვალისწინოს იმ ხალხმა, ვინც დღეს მუშაობას და უნდა იყვნენ მობილიზებული ისევე, როგორც გუშინ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე 3 საათის განმავლობაში მსჯელობდა. როგორც შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, ამ საკითხზე კოსულტაციები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება და სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაზუსტება, თუ რომელი უწყება რომელთან გაერთიანდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)