|
2018-06-21 18:08:32, 950 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქუჩის მუსიკოსების მიმართ სანქციები არ დაწესდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. არანაირი სანქციები არ წესდება, პირიქით ქუჩის მუსიკოსებს ჩვენი მხრიდან თანადგომა ექნებათ. ვცდილობთ, ამ ადამიანებს დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ. ვმუშაობთ საინტერესო პროექტზე, ფესტივალის გაკეთება გვინდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, ქუჩის მუსიკოსებს შორის ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც შესაბამისი ხელშეწყობა სჭირდება, რომ წარმატებას მიაღწიოს. „აქამდე ამ თემაზე არასდროს მისაუბრია - ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფი „ბანი“ წლების წინ მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა. იმ პერიოდში მილანში ვცხოვრობდი. სრულიად შემთხვევით ინტერნეტში ამ ბიჭების სიმღერა მოვისმინე. იმდენად მომეწონა, რომ საქართველოს ნაკრების თამაშზე ჩამოსვლის დროს, ამ ახალგაზრდებს შევხვდი. ყველანაირად დავეხმარე, ფინანსურად და ინსტრუმენტების შეძენით. ისინი წარმატებულები გახდნენ. დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ქუჩის მუსიკოსებს ჩვენგან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ და ზოგადად ეს მიმართულება გაუმჯობესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)