18:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 15:18:50, 782 ნახვა

კომენტარი
დაღუპული მეშახტის მამა: შვილი შახტაში რომ ჩადიოდა, ამბობდა - ღმერთო მშვიდობით გამომიყვანეო, იმდენად სავალალო მდგომარეობაა იქ

5 აპრილს ტყიბულის შახტაში დაღუპული პავლე გამეზარდაშვილის მამა, გურამ გამეზარდაშვილი მომხდარ ტრაგედიაში ადამიანური გადაცდომის ფაქტორს გამორიცხავს.

როგორც გამეზარდაშვილმა აღნიშნა, ის უკრაინელი ექსპერტების დასკვნას არ ენდობა. მისივე თქმით, შახტაში მომხდარი ტრაგედია დამსაქმებლის ბრალია.

"ჩემი შვილი შახტაში რომ ჩადიოდა, ასე ამბობდა: „ღმერთო გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“. იმდენად სავალალო მდგომარეობაა იქ. რაღაც რომ მოხდებოდა, წინასწარ იცოდა. ჩემი შვილი 12-ის ნახევარზე რომ გავიდა, ასე თქვა - ღმერთო მშვიდობით გამომიყვანეო, პირჯვარი გადაიწერა და მე გავაცილე მოედნამდე. ეს ყველაფერი მოხდა დაუდევრობით, ყველაფერი ამათმა მოახდინეს", - განაცხადა დაღუპული მეშახტის მამამ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, ექსპერტების დასკვნით, ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics