|
2018-06-20 21:25:40, 821 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: არ ვიცი, რა შემადგენლობით წარსდგება პრემიერ-მინისტრი 2-3 კვირაში
მე არ ვიცი, რა შემადგენლობით წარდგება პრემიერ-მინისტრი 2-3 კვირაში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, იქნება თუ არა ის ახალი მთავრობის შემადგენლობაში, წულუკიანმა განმარტა, რომ გარკვეული ინფორმაცია აქვს, თუმცა ბახტაძის, როგორც პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, თუ როგორ დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს. „სამი კვირის შემდეგ ვინ იქნება ბახტაძის კაბინეტში ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. რაც შეეხებ ჩემს კანდიდატურას, მე ამის შესახებ რა თქმა უნდა გარკვეული ინფორმაცია მაქვს, მაგრამ პრემიერის პრეროგატივაა, შეადგინოს თავისი კაბინეტი და ეს პროცესი გაგრძელდება 2-3 კვირას, შეძილება ნაკლებსაც მოიცავდეს. საკანონმდებლო ცვლილებებიც არის განსახორციელებელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, რომ მომდევნო დღეებში, სრულფასოვანი კონსულტაციების გზით, ამჟამინდელ კაბინეტთან, უმრავლესობასთან, შეადგინოს როგორც მან თქვა 11-წევრიანი კაბინეტი. მე ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე. ეს მე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ მაქვს პატივი ეს გავიმეორო“,- განაცხადა მან. თეა წულუკიანმა მამუკა ბახტაძეს წარმატებები უსურვა. „მე მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მის მთავრობას, ჩვენს მთავრობას, „ქართულ ოცნებას“ . განსაკუთრებით გეგმების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, რადგან მართლაც განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად ჯგუფებში, როგორიც არიან ბავშვები, ხანდაზმულები და შშმ პირები პრაქტიკულად ყველა, რომ გამოვიდეს იმ დგომარეობიდან, რასაც ჰქვია მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა და პირადად მე მხარდაჭერას ვუცხადებ მთავრობის ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ჩემ სფეროს არ განეკუთვნება, მაგრამ ახლოს არის ძალიან იმ პრობლემებთან, რომლებიც ჩემ გარშემო ადამიანებსაც და საზოგადოებასაც აწუხებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)