21:37 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 13:44:18, 602 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად  დაათვალიერა.

სტადიონის მშენებლობას ასევე ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გაეცნენ. მათ პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.

„ექვსი თვის წინ ჩვენ ყველამ ერთად საფუძველი ჩავუყარეთ რეგიონისთვის მართლაც ისტორიულ პროექტს - ბათუმის სტადიონის მშენებლობას. როგორც ხედავთ, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დღეს, უკვე,  დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა. საერთაშორისო სტანდარტების UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონი იქნება არა მხოლოდ ფეხბურთის თამაშების მასპინძელი, არამედ საერთაშორისო დონის კონცერტების, გამოფენებისა და ღონისძიებების“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს.  პარალელურად დაწყებულია მეორე სართულის კოლონების დახურვა 4 სექტორში. სექტემბრიდან დაიწყება ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო პროცესში 250 ადამიანია დასაქმებული. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics