|
2018-06-20 12:23:52, 806 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: დროებითი მთავრობა შინაარსით, პასუხებით და კომპეტენციითაც სრულიად დროებითი აღმოჩნდა
„დროებითი მთავრობა შინაარსით, პასუხებით და კომპეტენციითაც სრულიად დროებითი აღმოჩნდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში მოსმენამ გააღრმავა ის ნეგატიური შეფასება, რომელიც მმართველი გუნდის მიმართ აქვთ. „ამ მოსმენამ მხოლოდ გააღრმავა ის ნეგატიური შეფასება, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ გუნდის მიმართ. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი კონკრეტული ვერც პროგრამასთან და ვერც შემადგენლობასთან დაკავშირებით. ვერ მოვისმინეთ პასუხი კითხვაზე, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას - თუ ვინ იქნება წარმოდგენილი მუდმივ მთავრობაში და არა ასე დროებით პარლამენტში ორი კვირით მოსულ სტუმრებად. ვერ გავიგეთ რამდენად მზად არის პრემიერ-მინისტრი შეცვალოს თუნდაც იმავე პროკურორის ნომინირების წესი, რაც საზოგადოებას ასე აწუხებს და ეყოლება საქართველოს ნორმალური პროკურორი თუ იქნება კვლავ წულუკიანის დასახელებული. დროებითი მთავრობა შინაარსით, პასუხებით და კომპეტენციითაც სრულიად დროებითი აღმოჩნდა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება. ნდობის გამოცხადებისთვის სულ მცირე 75 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)