|
2018-06-20 12:14:41, 755 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ძველმოდური იდეებით
„ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ძველმოდური იდეებით“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გოცირიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი ეკონომიკური პროგრამა უკან გადადგმული ნაბიჯია. „ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი ძველმოდური იდეებით. ის ეკონომიკური პროგრამა რომელიც მან გაგვაცნო, ეს არის უკუ გადადგმული ნაბიჯი და უკან დახევა იმ პრინციპებიდან რომელიც შეიქმნა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ და რომელმაც საქართველოს ეკონომიკა დააყენა ფეხზე. ექვსი წლის განმავლობაში ხდებოდა რევიზია ამ ეკონომიკური მოდელისა და ბოლო იდეებით თავისი გამოსვლებით წერტილი დაუსვა ახალმა პრემიერ მინისტრმა და ახალი მთავრობა ფაქტობრივად იქნება სოციალისტური იდეების მატარებელი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკაში პრობლემებს“, - აცხადებს რომან გოცირიძე. ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება. ნდობის გამოცხადებისთვის სულ მცირე 75 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)