|
2018-06-19 21:41:33, 707 ნახვა
კომენტარი
გახარია: ეს საჯარო პოლიტიკაა და თითოეულ ჩვენგანს გვაქვს თმენის ვალდებულება პირველ რიგში მოქალაქეების წინაშე
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამეტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „ეს პოლიტიკაა, საჯარო პოლიტიკა და თითოეულ ჩვენგანს გვაქვს თმენის ვალდებულება პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების და მხარდამჭერების მიმართ”, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით განუცხადა. მან დებატებს ზედმეტად ემოციური და ხშირად შემთხვევაში ანგაჟირებული უწოდა. "მწვავე დებატებს ვერ დავარქმევ, უფრო ემოციური, ზედმეტად ემოციურიც, ხშირ შემთხვევაში ძალზედ ანგაჟირებული, თუმცა, ეს პოლიტიკაა, საჯარო პოლიტიკაა და თითოეულ ჩვენგანს გვაქვს თმენის ვალდებულება, ეს თმენის ვალდებულება გვაქვს ჩვენ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი მხარდამჭერების მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენი ოპონენტების მიმართ. სადაც შესაძლებელია ჩვენ ამ თმენის ვალდებულებას მაქსიმალურად ვიყენებთ. რაც შეეხება შეკითხვას, დანამდვილებით ვიცი თუ არა, რომ ვრჩებით მინისტრთა კაბინეტში? - მე ვთქვი, რომ შეიძლება მომიწიოს - მეთქი, მოგეხსენებათ, რომ 1 თვის წინ ჩვენ წარვსდექით პლენარულ სხდომაზე ჩვენი ანგარიშით, შემდეგ მოხდა ეს მთავრობის ახალი დამტკიცება, რომელ პროცესშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ სამ კვირაში ისევ მოგვიწიოს. მე მხოლოდ და მხოლოდ ეს ვიგულისხმე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)