16:14 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 20:08:38, 754 ნახვა

კომენტარი
გახარია მელიას: უხეშად არღვევდით წესრიგს - მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში, იგივე შედეგი იქნება

„თქვენ, უხეშად არღვევდით წესრიგს - მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში, იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ“, - ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე პირადად გიორგი გახარიას დავალებით დააკავეს.

გახარიას თქმით, ნიკა მელია პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტით სპეკულირებს.

„პირველ რიგში, თითოეულ იმ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა იმ დღეებში რუსთაველზე, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ამ ხალხმა, ზოგიერთი, ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული მომიტინგისგან, მოისმინა და მოითმინა უდიდესი შეურაცხყოფა.

ახლა რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შემთხვევას: თქვენ, ბატონო ნიკა, უხეშად არღვევდით წესრიგს, აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას და თქვენ მიგიძღვით ბრალი იმაში, რომ შეურაცხყოფას აყენებდით პოლიციას. მოთხოვნებს არ ემორჩილებოდით. ეს ერთი. შემდეგ, უფრო მეტიც, ეს იყო საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გაკეთებული და დღეს თქვენ აქ ხართ, დღეს თქვენ არ ხართ დაკავებული. თქვენ უბრალოდ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში, იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ“, - მიმართა გახარიამ ნიკა მელიას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics