|
2018-06-19 17:42:49, 737 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში 700 ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ
"აგვისტოს ომის საქმეზე ბოლო ორი წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში 700 ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მან 23 მაისს სტრასბურგში გამართულ სასამართლო პროცესს საქართველოს ინტერესებისთვის სასიკეთო უწოდა და აღნიშნა, რომ უწყება სახელმწიფო ინტერესების დაცვას მომავალშიც გააგრძელებს. „საერთაშორისო დავების ფარგლებში სახელმწიფო ინტერესების დაცვას, რა თქმა უნდა, გააგრძელებს იუსტიციის სამინისტრო. ჩვენ ძალიან კარგი, საქართველოს ინტერესებისთვის სასიკეთო ღია განხილვა გვქონდა აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ 23 მაისს და ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებას. სხვა მხრივ, განხილვები დასრულებულია. ჩვენ 700 ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ დავაზე სტრასბურგის სასამართლოში, დაწყებული „ისკანდერთან“ დაკავშირებული ეპიზოდით, დასრულებული ყველა იმ კომპონენტით, რომლებიც არცერთი არ არის ერთი მეორეზე მნიშვნელოვანი ამ დავაში. ჰააგის სასამართლოს გამოძიებაში ვმონაწილეობთ. ჩვენი მთავარი მიმართულებები არის ეთნიკური წმენდა და ამის დამტკიცება ჰააგის გამოძიების ფარგლებში; ასევე, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა ცხინვალის რეგიონში და ჩვენი სამხედრო ტყვეების მკვლელობა და წამება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, რა თქმა უნდა, წარმატებით გავაგრძელებთ, ვითანამშრომლებთ ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ექსტრადიციების ნაწილში, რათა ჩვენ ერთად ვიბრძოლოთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
(NS)
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)