|
2018-06-18 17:49:28, 666 ნახვა
რეგიონი
ვაზზე სელექციური სამუშაოები განახლდა
სელექციური პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა და შვეიცარიელმა სელექციონერმა, ვალენტინ ბლატნერმა ვაზზე სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშების გამოვლენის სამუშაოები განაახლეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნოებს. მათი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშებისა და ტრადიციული ქართული ჯიშების ჰიბრიდიზაცია, გასული წლის სელექციური პროგრამიდან მიღებულ ჰიბრიდულ თესლნერგებზე დაკვირვება და მათი რეზისტენტობაზე გამოცდა მიმდინარეობს. მსგავსი სელექციური სამუშაოები საქართველოში ბოლო 30 წელი არ ჩატარებულა. ცენტრის თანამშრომლებთან ერთად პროგრამაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებიც არიან ჩართული. აღსანიშნავია, რომ სელექციონერ ვალენტინ ბლატნერს სელექციური მუშაობის წარმატებული პრაქტიკა აქვს. მის მიერ გამოყვანილი სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრადი ვაზის ჯიშები - კაბერნე ბლანი, პინოტი, კაბერნე ჟურა, ბირსტალური მუსკატი ინდუსტრიული წარმოებისათვის მრავალ ევროპულ ქვეყანაშია ნებადართული. სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტულ ჯიშებს შეწამვლა, ძირითადად, არ სჭირდება, ან სჭირდება წელიწადში მხოლოდ 2-3-ჯერ.
(NS)
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)