|
2018-06-16 12:26:17, 2558 ნახვა
მსოფლიო
სომხური მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი პრემიერის პოსტიდან გადადგომას გეგმავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საარჩევნო კანონმდებლობის დამტკიცების შემდეგ თანამდებობის დატოვებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გამოცემა „ჟამანაკი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „სომხეთის პრემიერს სექტემბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს. ახალი კოდექსი პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა, კენჭისყრაზე კი 15 ივლისამდე გაიტანენ. კოდექსის მიღების შემდეგ, ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს“, - წერს „ჟამანაკი“. გამოცემის ცნობით, ფაშიანინს სურს, საპარლამენტო ფრაქციებმა პრემიერის თანამდებობაზე არც ერთი კანდიდატი არ წარადგინონ, ვინიდან, თუ კანდიდატი ზედიზედ ორჯერ არ დასახელდება, პარლამენტი ავტომატურად დათხოვნილი იქნება და ახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო. შეგახსენებთ, მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, 8 ივნისს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)