05:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 10:03:14, 795 ნახვა

სამართალი
სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი ბუტა ანთაძე მოკლეს. 

შემთხვევა გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.  არსებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსს ჭრილობა ზურგში დანით აქვს მიყენებული. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მკვლელობაში ბრალდებული  30 წლამდე მამაკაცი სამართალდამცავებმა  ცხელ კვალზე დააკავეს.

შინაგა საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი 7 დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics