|
2018-06-15 10:49:18, 772 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: ელისო კილაძემ ყველა ზღვარს გადააბიჯა, როდესაც ჩემი მისამართით ყოვლად ბინძური ბრალდებები გააჟღერა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ქრონიკა +-სი" მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ჟურნალისტმა თავისი სტატიით, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი ქუმსიშვილის საწინააღმდეგო ცრუ ცნობები იყო მოცემული, ჟურნალისტური ქარტიის პირველი პრინციპი უხეშად დაარღვია. „ელისო კილაძის მხრიდან ჩემი მისამართით არაერთხელ გაჟღერებულა სიცრუე და ცილისწამება, თუმცა ამ აბსურდულ ბრალდებებზე დროის დახარჯვა არაგონივრულად მიმაჩნდა ყოველთვის და პასუხის ღირსადაც კი არ ვთვლიდი. მაგრამ კილაძემ ყველა ზღვარს გადააბიჯა, როდესაც ჩემი მისამართით ყოვლად ბინძური და ცილისმწამებლური ბრალდებები გააჟღერა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მიმემართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჟურნალისტურმა გაერთიანებამ, ეთიკის ქარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რითაც ხაზი გაუსვა კილაძის არაკეთილსინდისიერ ე.წ. ჟურნალისტიკას და ჟურნალისტური ეთიკის პირველი პრინციპის დარღვევა დაადასტურა. „მადლობა მინდა გადავუხადო ქარტიის საბჭოს წევრებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარეშე საქართველოს ევროპული გზა წარმოუდგენელია. ამისთვის კი უმნიშვნელოვანესია საქართველოში თავისუფალი, პასუხისმგებლიანი და მაღალი პროფესიული სტანდარტების მატარებელი მედიის არსებობა," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 5 ივნისს მიმართა. ელისო კილაძემ გაზეთ "ქრონიკა +-ში" 5 ივნისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით "კორუფცია VS მართლმსაჯულება" დაიჭერენ თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს?" სტატიის ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება თბილისში, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დიმიტრი ქუმსიშვილის დაკავშირებას.
(NS)
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)