|
2018-06-13 19:20:01, 684 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: მე ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი
კვირიკაშვილი: ვხედავ გუნდში განაწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება რომელიც უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს „ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება რომ ადამიანს, მოქალაქეს დაეკისროს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კვირიკაშვილმა მისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება ქვეყნის საიკეთოდ იყო მიღებული. „ყოველთვის ვცდილობდი უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ, რომ სიტუაცია ჩვენ ქვეყანაში უკეთესობისკენ შეგვეცვალა. მე ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე, აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განაწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება რომელიც ჩემს სიტუაიაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს ჩემს თანამდებობას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მან მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მინისტრებს, საპარლამენტო უმრავლესობას და პარტიის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო უამრავ ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი. მინდა ჩემს თანამშრომლებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. ასევე მადლობა მინისტრებს, გუნდის წევრებს. ასევე მინდა საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა და რა თქმა უნდა პარტიის თავმჯდომარეს, იმისათვის რომ მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის ჯერ მინისტრის პოსტზე, შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მინდა გუნდის ხელმძღვანელს ვუსურვო წარმატება ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)