|
2018-06-13 17:03:13, 538 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ერიკ ჰოგს უმასპინძლა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ერიკ ჰოგს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ჰაკან რაპი ესწრებოდა. „ჩვენ ღრმად ვაფასებთ ევროკავშირის მისიის როლს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერიკ ჰოგს რეგიონში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ესაუბრა, ხაზი გაუსვა საინვესტიციო და ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკას, ასევე იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მაღალმთიან, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებს, სადაც ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება ადგილობრივთა დასაქმებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ერიკ ჰოგმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს რეგიონში მასპინძლობისთვის და საქართველოს კონფლიქტურ ზონებში არსებული ვითარებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მანდატის ფარგლებში გაწეული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აჭარა გამოირჩევა ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების სიმრავლით და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მიმზიდველ რეგიონს წარმოადგენს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის მისიის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდეს საჯარო ლექციები და განხორციელდეს უფრო მეტი საგანმანათლებლო ღონისძიება. „აუცილებელია ერთობლივი ღონისძიებებისა და სემინარების გამართვა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო უწყებებში, ასევე მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა და მხარდაჭერა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ცნობიერების უფრო მეტად ასამაღლებლად" - აღნიშნა ერიკ ჰოგმა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები 14 ივნისს საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა" დაესწრებიან.
(NS)
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)