22:40 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 13:47:19, 375 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური შსს-ს გასაკონტროლებლად დამატებით კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მის უწყებაზე  მონიტორინგის გასაწევად, დამატებით კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.
როგორც გომელაურმა  ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიები ბევრი არსებობს, რომლებიც შსს-ს საქმიანობას მონიტორინგს უწევენ და  უწყებაზე დამატებითი კონტროლის დაწესების აუცილებლობა არ დგას.
"კომისიები ბევრი არსებობს.სახალხო დამცველი არის ერთ-ერთი დიდი ინსტიტუტი, რომელიც აკონტროლებს და ხანდახან გვაკრიტიკებს კიდეც ბატონი უჩა.ვფიქრობ, ამ ეტაპზე საჭიროება არ ითხოვს,  რომ სხვადასხვა ინსტიტუტები შეიქმნას კიდევ და დამატებით კიდევ კონტროლი დაწესდეს",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI რეკომენდაციით გამოვიდა, შეიქმნას კომისია, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა წევრისგან დაკომპლექტდება და შსს-ზე მონიტორინგს განახორციელებს. კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეების განცხადებებსა და  პოლიციელების ქმედებებს შეისწავლის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics