05:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 13:37:24, 1013 ნახვა

სამართალი
ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შსს-ს გენინსპექციაში იმყოფება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარადის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.

როგორც ცნობილია სარალიძე გენინსპექციაში საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს. სარალიძემ სამართალდამცველები უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა.

„მე გამაპოლიტიზირეს, თითქოს პოლიტიკურ მოთხოვნებს ვაყენებდი. გახარიას გადაცდომა არ იყო გუშინ? პირდაპირ მშვიდობიან მოქალაქეებზე რომ დაიწყო ზეწოლა და გაქრობა და გამოაცხადეს, რომ ტერორისტები შემოსულანო? ტერორისტები როგორ მოვიდნენ იმ აქციაზე ამაზე რატომ არ მცემენ პასუხს?  საბანაძეა თუ ვინ, შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თურმე მე შემხვედრია, უთქვამს, კარვები უნდა ავიღოთო,  განმიმარტა სამართლებრივად და მე დავთანხმებივარ. სად შემხვდა, სად დამირეკა, რა სისულელეს ლაპარაკობს ეს ხალხი? როგორც კი საჭიროა მოითხოვს ჩემს აქციაზე დაბრუნებას მივატოვებ ყველაფერს და დავბრუნდები“,  - აცხადებს ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, სარალიძე და ზვიად კუპრავა ამტკიცებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ზვიად კუპრავას და კიდევ ერთ პირს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics