|
2018-06-10 15:59:47, 3267 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: რუსეთს დიდი რვიანი არ დაუტოვებია
რუსეთს დიდ რვიანი არ დაუტოვებია – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინი გამოეხმაურა აშშ-ის პრეიდენტის, დონლად ტრამპის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც რუსეთი დიდ რვიანში უნდა დაბრუნდეს. „რაც შეეხება რუსეთის დაბრუნებას შვიდიანსა თუ რვიანში, ჩვენ ის არ დაგვიტოვებია. კოლეგებმა თავის დროზე უარი თქვეს რუსეთში ჩასვლაზე, ცნობილი მიზეზების გამო. დიდი სიამოვნებით, ჩვენ გაგვიხარდება მათი ჩვენთან, მოსკოვში ხილვა“, – განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, 8 ივნისს კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ უნდა გახდეს „დიდი რვიანის“ წევრი. „ეს იყო „დიდი რვიანი“, ვინაიდან რუსეთი იქ იყო. მე მიყვარს ჩვენი ქვეყანა. იცით, რომ რუსეთის კოშმარი ვიყავი. თუმცა, რუსეთი უნდა იყოს ამ შეხვედრაზე. რატომ ვატარებთ ამ სამიტს რუსეთის გარეშე? გარდა ამისა, რუსეთი „დიდ რვიანში“ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც ის გარიცხული იყო. ჩვენ გვჭირდება რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)