03:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 12:16:56, 1155 ნახვა

სამართალი
გომბორზე, მიკროავტობუსი, რომლითაც ბავშვები ეკსკურსიაზე მიყავდათ, ხევში გადავარდა - არიან დაღუპულები

გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.

მიკროავტობუსი, რომლითაც თბილისიდან სკოლის მოსწავლეები ეკსკურსიაზე მიდიოდნენ, ხევში გადავარდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილებს შორის 1 არასრულწლოვანი, 2 ქალბატონი და 1 ახალგაზრდა გოგოა.

ადგილზე პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics