22:14 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 09:41:46, 392 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელფასების გაზრდა იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მოქმედი მთავრობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე კვირაში ცენტრში ხელფასების ზრდა იგეგმება.

„ხელნაწერთა ცენტრს რაც შეეხება, ეს დადგმულ სპექტაკლს გავდა. მინდა აღვნიშნო, რომ ისე, როგორც არასდროს, ჩვენი მთავრობის პირობებში ხელნაწერთა ცენტრის მიმართ ინტერესი და ყურადღება გაათმაგებულია. ჩვენ თვის ბოლომდე ალბათ დავასრულებთ იქ არსებული სიტუაციის შესწავლას. უნდა შიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ფონდებში არსებულ ვითარებას. ხელნაწერთა ცენტრი არის ჩვენი სახელმწიფოს დიდი საგანძური. იქ ინახება მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერები. გეტყვით, რომ იგეგმება ხელფასების მატება. რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ჩვენ ამ პროცესს. იგეგმება ახალი შენობის მშენებლობა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ინტერესი ამ ცენტრის მიმართ აშკარად არის გაზრდილი. ეს ჩვენი ვალდებულებაა. წინა მთავრობები ამ ცენტრს ყურადღებას არ აქცევდნენ და ახლა აღმოჩნდა ცენტრი ასეთი მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics