|
2018-06-08 15:46:10, 1848 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 11 ივნისს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში ორ ახალ საწარმოს: შპს „ტიფლის ტექსტილს“ და შპს „ალუტექ ჯორჯიას“ ოფიციალურად გახსნის. შპს „ტიფლის ტექსტილ“ და შპს „ალუტექ ჯორჯია“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით სარგებლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში განახორციელებს. ამასთანავე, შპს „ტიფლის ტექსტილმა“ სახელმწიფო პროგრამის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ისარგებლა, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ თბილისში, გ. ლორთქიფანიძის #81ა 9492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ, „ტიფლის ტექსტილმა“, საწარმოს თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა, წინდების წარმოების დაწყება და 50 ადამიანის დასაქმება შეძლო, ხოლო აღნიშნული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 6 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. შპს „ალუტექ ჯორჯია“, რომლის პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 499 000 ლარს შეადგენს, ალუმინის პროფილისა და მზა კარ-ფანჯრების, კერძოდ წლიურად 4 393 220 ლარის ენერგო ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებას შეძლებს. ამოქმედების პირველ ეტაპზე, კომპანიამ 32 ადამიანი დაასაქმა. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 363 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 880 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 14 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.
(NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)