|
2018-06-07 15:08:29, 894 ნახვა
კომენტარი
ჯავახაძე - მოზარდების მკვლელობის საქმეზე საზოგადოებას 10 ივნისამდე და შესაძლოა, უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია
„სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა დაიწყო, თუმცა არ დაუსრულებია. შესაბამისად, გაუგებარია ჩვენთვის წინასწარი დასკვნების გამოტანა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ მოზარდების მკვლელობის საქმეზე ომბუდმსენის შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ ომბუდსმენს რაიმე კითხვები აქვს, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს. “სახალხო დამცველმა დაიწყო საქმის შესწავლა. მის მიერ საქმის შესწავლა მიმდინარეობს, არ დასრულებულა. შესაბამისად, ჩვენთვის ცოტა გაუგებარია წინასწარი დასკვნების გამოტანა. თუ რაიმე კითხვა აქვს სახალხო დამცველს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაწყებულია რამდენიმე თვის წინ. ეს გამოძიება მიმართულია იმ პირების გამოსაკვეთად, რომლებმაც რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინეს პროცესის მონაწილეებზე, იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვაგვარი გავლენები. შესაბამისად, ჩვენ შევისწავლით ყველაფერს. თუ გამოვლინდებიან დამნაშავეები, ისინი დასჯილი იქნებიან და დასკვნები შემდეგ უნდა გამოვიტანოთ. გარკვეული გარემოებები გამოიკვეთა თავად სასამართლო პროცესზე. კერძოდ, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ახალი გარკვეული გარემოებები, რომელთა აქტიური შესწავლა და გამოძიება ახლა მიმდინარეობს. კონკრეტულ პირებზე არ ვისაუბრებ, თუმცა, თუ გამოვლინდნენ ასეთი პირები, ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და დასკვნები მერე გამოვიტანოთ. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მიმდინარეობს გამოძიება და ბევრი პირის დაკითხვა. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ, 10 რიცხვამდე და შეიძლება, უფრო ადრეც საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს გამოძიება რამდენიმე თვის წინ ძირითადი გამოძიებიდან ცალკე საქმედ გამოეყო და შესაბამისად, მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, ვინც საჭირო იქნება, ყველა აუცილებლად დაიკითხება,“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიების პროცესში წამების მუხლის დამატებას გამოეხმაურა. „ჩვენ, გამოძიება ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. თავდაპირველად იყო დაწყებული მკვლელობისსა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, გუშინ უკვე დაემატა წამების მუხლი. გამოძიება ყველანაირად გვერდში უდგას ოჯახს. ყველა საკმარისი საფუძველი შექმნას იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. გამოძიების ფარგლებში რაც საჭიროა ყველაფერი გაკეთდება, მათ შორის ექსპერტიზებიც", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)