|
2018-06-07 11:59:49, 2234 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში საქართველოს ორ მოქალაქეს წამება და მკვლელობა ედება ბრალად
თურქეთში საქართველოს ორ მოქალაქეს წამება და მკვლელობა ედება ბრალად. Hurriyet-ის ინფორმაციით, ძმები გ. და გ. წ. თურქეთის მოქალაქემ ორჰან ჩელიქმა სამუშაოდ ორი თვის წინ აიყვანა. ორჰან ჩელიქის სახლი სამუშაო ადგილის ზედა სართულზე მდებარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, გასულ შაბათს ძმებმა ორჰან ჩელიქს ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და მისი წამება დაიწყეს. მომხდარს ორჰან ჩელიქის მეუღლე შეესწრო, რომელიც მათი თქმით, ასევე აწამეს. დანაშაულის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ჩელიქის შვილი. მან მეზობლებს დახმარებისთვის უხმო. სამართალდამცველებმა თავდასხმის ადგილზე თურქეთის მოქალაქის გაკოჭილი ცხედარი დახვდათ. მისი მეუღლე და შვილი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. პოლიციამ გ. წ. დააკავა, ხოლო მეორე ძმამ გაქცევა მოახერხა. დაკავებულმა ბრალი აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ დამსაქმებელს მათი ვალი ჰქონდა და თავდასხმა ამიტომ გადაწყვიტეს. მისივე თქმით, მათ თურქეთის მოქალაქის მოკვლა არ სურდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)