|
2018-06-07 11:41:56, 2219 ნახვა
მსოფლიო
გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა (ვიდეო)
გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა. Reuters-ის ცნობით, კიდევ 200-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამოფრქვევის შედეგად ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები ვულკანური გაზებით, ფერფლითა და კლდოვანი მასალით განადგურდა. ვულკანი კვირას, 3 ივნისს გააქტიურდა. სტიქიის ზონიდან სამი ათასი მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა. ვულკანს თან ერთვოდა ძლიერი, გადაუღებელი წვიმა, რის გამოც რამდენიმე მდინარე ადიდდა და გარკვეული დასახლებების დატბორვა გამოიწვია. ვულკანის ამოფრქვევა მოულოდნელი იყო ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურისთვის და შესაბამისად, შესაძლო სტიქიური უბედურების შესახებ მოსახლეობა ინფორმაციას არ ფლობდა. ვულკანი ფუეგო გვატემალის დასავლეთ ნაწილში, ქვეყნის დედაქალაქიდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ჯამში, ბუნებრივმა კატასტროფამ 1,7 მილიონი ადამიანი დააზარალა. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)