|
2018-06-07 10:58:21, 1491 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებისთვის რამდენიმე გამარტივებული და კომფორტული პირობა შეიმუშავა
ლიბერთი ბანკმა პენსიის მიმღები მომხმარებლებისთვის პენსიის მიღების რამდენიმე გამარტივებული და კომფორტული პირობა შეიმუშავა. კერძოდ, დღეიდან პენსიების მიღება ნებისმიერი არხით ყოველი თვის 14 რიცხვში იქნება შესაძლებელი. თუ 14 რიცხვი დაემთხვევა არასამუშაო დღეს, მომხმარებლები პენსიას ლიბერთი ბანკის ბანკომატებით მიიღებენ. ასევე, პენსიის მიმღებ ნებისმიერ პირს, ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ახალი პროდუქტით და ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე მიიღოს კუთვნილი საპენსიო თანხა მარტივად, სიმბოლური ერთჯერადი გადასახადის გადახდისთანავე. სიახლეა კომუნალური გადასახადების გადახდის მიმართულებითაც - პენსიონერები კომუნალური გადახდების უფასო სერვისით ისარგებლებენ. კერძოდ, ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და ბუნებრივი აირის მომსახურების საფასურს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხდიან მომსახურების საკომისიოს გარეშე. ლიბერთი ბანკის გუნდი აქტიურად მუშაობს მომხმარებლებისათვის კომფორტული პირობების შექმნასა და მომსახურების სტანდარტების ამაღლებაზე. ზემოაღნიშნული ყველა სიახლე წარმოადგენს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის მხოლოდ დასაწყისს და მომავალში არაერთი მსგავსი მასშტაბური პროექტი იგეგმება.
(R)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)