|
2018-06-06 16:08:02, 1579 ნახვა
სამართალი
ზვიად დევდარიანი, პატივისა და ღირსების შელახვისთვის 8 ქალს უჩივლებს
ზვიად დევდარიანი, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს და იმ ქალებს უჩივის, ვინც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ზვიად დევდარიანის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია განხორციელდა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ორ დღეში დაასახელებს იმ კონკრეტულ პირებს, ვინც ამ კამპანიის დაგეგმაში მონაწილეობდა. გაბუნიას ინფორმაციით, სარჩელი დაახლოებით 8 პირის წინააღმდეგაა მიმართული. სიდა-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართავს და მოითხოვს ადევნების მუხლით დაწყებული გამოძიება შეწყდეს. „დაახლოებით რვა პირი იქნება. ამ ეტაპზე ძალიან მინდა, რომ დავასახელო ეს პირები. მე შემიძლია დავაანონსო საკმაოდ სკანდალური პროცესი. ისინი არ არიან რიგითი პირები. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არიან იმ ჯგუფის წევრები ვინც დაგეგმა საზმაუს ბორდში თავისი კანდიდატურის გაყვანა,“-განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. ჟურნალისტების კითხვაზე არიან თუ არა ამ პირებში ნინია კაკაბაძე ან ბაია პატარაია, გაბუნიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს. ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ ის დეტალურად გაეცნო იმ საჩივარს, რომლითაც მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. მისი თქმით ის არაფერია თუ არა ჭორაობა. „ის რაც ჩვენ აქ ვნახეთ, უფროს სწორედ სამი საჩივარი რომელიც გადმოგვეცა ორი კვირის წინ რეალურად არის ჭორაობა ორ გვერდზე. რაზეც თითოეულზე, ამ ორ გვერდიან საჩივარზე დაახლოებით 15 გვერდიანი პასუხი გავეცი. ანუ ყველა სიტყვას, ყველა წინადადებას და ყველა აბზაცს გაეცა ჩემი მხრიდან ამომწურავი პასუხი,“-განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)