|
2018-06-06 14:52:17, 1018 ნახვა
კომენტარი
გიორგი ტატუნაშვილი: გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ მეპარება
გვითხრეს, რომ საქმეს წამების მუხლი დაემატა, შსს-ს მადლიერი ვარ, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება. „მე მქონდა კითხვები შუბლის და ცხვირის შესახებ. გვითხრეს, რომ ადგილი არ ჰქონია ტექნიკურ დაზიანებებს. გვითხრეს, რომ საქმეს წამების მუხლი დაემატა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდანვე დამპირდა, რომ გვერდში დამიდგებოდა და მათი მადლიერი ვარ. დღესაც შეხვედრას ესწრებოდა შსს-ს წარმომადგენელი. შსს სულ ჩემ გვერდითაა. გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ მეპარება. გვითხრეს და გაგვარკვიეს, რომ ნატყვიარი შუბლზე არ ჰქონია“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ტატუნაშვილმა. ცნობისთვის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნაში, სხეულზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი. ასევე, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას წამების კვალიფიკაცია დაემატა. შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 2018 წლის 20 მარტს გადმოასვენეს.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)