|
2018-06-05 18:17:19, 1148 ნახვა
კომენტარი
ხმალაძე - მეტროს გაჩერების გამო, დღიური ზარალი დაახლოებით 40-45 ათასი ლარია
„დღიური ზარალი არ არის არც 600 000 და არც 300 000, ის არის დაახლოებით 40-45 ათასი ლარი, იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებულია მეტრო“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოცემულ ვითარებაში მერიას მემანქანეებისთვის ანაზღაურების გაზრდის საშუალება არ აქვს. „დღეს საუბარია იმაზე, რომ 2018 წელს ამის რესურსი არ არის და ვისაუბროთ 2019-ზე. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წელსაც მოიძებნება რამე რესურსი, რომ მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილებები შრომის სამართლიან ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მერია მზად არის ეს ნაბიჯები გადადგას. მოცემულ შემთხვევაში მიმდინარე წელს ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. დღიური ზარალი არ არის არც 600 000 და არც 300 000, ის არის დაახლოებით 40-45 ათასი ლარი, იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებულია მეტრო და თუ ერთის მხრივ არ შემოდის შემოსავალი, მეორეს მხრივ არ იხარჯება გარკვეული თანხები მეტროს ოპერირებისთვის“, - განაცხადა ხმალაძემ. შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს, 15:00 საათზე მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვის შესახებ განაცხადეს. მათ შიმშილობაც დაიწყეს. ისინი ხელფასების 45%-ით გაზრდას ითხოვენ. როგორც მემანქანეებმა განაცხადეს, ისინი გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აღნიშნულის გამო, უკვე მეორე დღეა დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)