03:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 16:05:52, 1347 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულები ი.ჩ. და მ.ნ.  დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, პნევმატური იარაღებით შეიარაღებულები ი.ჩ. და მ.ნ. ხელჩანთის მისაკუთრების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში  თავს  დაესხნენ  დედა-შვილს - თ.ც.-ს  და  მ.ც-ს., რა დროსაც ი.ჩ-მ. თავში იარაღის ჩარტყმით  თ.ც -ს მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი ორივე თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა მ.ნ. 2017 წლის 27 აგვისტოს ქ.თბილისში, ხოლო ი.ჩ. 2017 წლის 2 სექტემბერს ქ.ზესტაფონში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ჩ. და მ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და   სასჯელის სახედ და ზომად 9  წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics