03:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 10:50:27, 1180 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ხვალ დამტკიცდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერი თანამდებობის და იურიდიული პირისთვის სავალდებულო იქნება.

„სხდომაზე გამოცხადდება და კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერი თანამდებობის და იურიდიული პირისთვის სავალდებულო იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საგამოძიებო კომისიამ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

საგამოძიებო კომისიას „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. ამასთანავე, 17 კაციან კომისიაში 9 დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ იქნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics