11:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 18:43:56, 1117 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია: არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი რეფორმების წარმატებით განხორციელებას

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 წლის კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველომ წარმატებით განახორციელა რეფორმების პირველი ეტაპი. უფრო მეტიც, ჩვენ უკვე გადავედით მეორე ეტაპზე, სადაც მნიშვნელოვანი აქცენტი ტერიტორიული თავდაცვის, შეკავებისა და მდგრადობის გაუმჯობესებაზე კეთდება“. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი რეფორმების წარმატებით განხორციელებას, რადგან ის ემყარება უწყებათშორის ერთიან მიდგომას თავდაცვის შესახებ, რაც ეროვნული მდგრადობის საფუძველია. „ერთობლივი ძალისხმევა ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ, რომელსაც თან ერთვის მიმდინარე თავდაცვის რეფორმები, აძლიერებს საქართველოს შეკავებისა და მდგრადობის პოტენციალს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მესამე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება გვეხმარება მივაღწიოთ ჩვენს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიზანს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics