|
2015-05-28 14:45:10, 966 ნახვა
სამხედრო
პროექტი „საქართველო IV“ გრძელდება
გორის რაონის სოფელ სკრაში მიმდინარე ნატო-ს ნდობის ფონდის პროექტის, „საქართველო IV”-ის მიმდინარეობას ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA), ნატოს სამეკავშირეო ოფისის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცვნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელება, რომელიც 2008 წლის ომის დროს აფეთქებული შეიარაღების საცავის ნარჩენი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდას ითვალისწინებს, ნატოს უზრუნველყოფის სააგენტომ შარშან ზაფხულში დაიწყო. მისი წამყვანი ქვეყნები ლიტვის და ჩეხეთის რესპუბლიკებია. მათ გარდა, პროექტის ბიუჯეტში წვლილი ნატოს წევრმა და პარტნიორმა თორმეტმა ქვეყანამ შეიტანა. ნატო-ს უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის დევიდ თაუნდროუს და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს გარდა, სკრას ჩეხეთის რესპუბლის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი, ლიტვის რესპუბლის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იურატე რამოშიენე, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროს ატაშეები ესტუმრნენ. თავდაცვის უწყების ცნობით, მათ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია პროექტის უშუალო შემსრულებლის - სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა"- სა და საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის წარმომადგენლებისგან მიიღეს. სტუმრები ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ, რომელსაც EOD ასეული და დელტა საცავის აფეთქების შედეგად გაბნეული საბრძოლო მასალების მოძიების, გამოტანის, დახარისხების, საფრთხის შემცველი ნაწილების უტილიზაციის და განადგურებისას იყენებენ. „საქართველო IV”-ის განხორციელების შედეგად, სოფლის სკრის მაცხოვრებლებს მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. პროექტის ბიუჯეტი 1,6 მილიონ ევროს შეადგენს და ორ წელზეა გათვლილი. მისი ერთ-ერთი კომპონენტი საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულისთვის ტრენინგების ჩატარებას და აღჭურვილობის მიწოდებასაც ითვალისწინებს, რაც სკრის გაწმენდის პარალელურად, წარმატებით მიმდინარეობს. ცნობისთვის,„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, საქართველომ ნატო-ს უზრუნველყოფის სააგენტოსთან თანამშრომლობა 2002 წლის ივნისში დაიწყო. სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა პარტინიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის სამი პროექტი - ”საქართველო I”, ”საქართველო II” და “საქართველო III”.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)