|
2018-06-04 16:50:56, 2629 ნახვა
მსოფლიო
დრეზდენში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს
გერმანიის ქალაქ დრეზდენში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, - ამის შესახებ DNN იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქში მდებარე მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში მოხდა, რა დროსაც 47 წლის ქართველი დაჭრეს, საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე კი, მსუბუქად დაშავდა. გერმანული სააგენტო მოქალაქეების ვინაობას არ ასახელბს, თუმცა ცნობილია მათი ასაკი. დაპირისპირების დროს დაშავდნენ 26, 33 და 34 წლის პირები. მედიის ცნობით, ფიზიკურ დაპირისპირებაში 60-მდე ადამიანი მონაწილეობდა. სამართალდამცველებმა ჩხუბის 15 მონაწილე დაკითხვაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. DNN იტყობინება, რომ პოლიცია ლიბიის 2 მოქალაქეს და საქართველოს 29 წლის მოქალაქეს, საზოგადოებრივი წესრიგის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)