|
2018-06-04 16:02:45, 1221 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ადამიანები, რომლებსაც ბავშვის მამასთან ერთად სურდათ პრემიერთან შეხვედრა, საქმეს სუბიექტური მიზნებისათვის იყენებენ
„ის ადამიანები, რომლებსაც ბავშვის მამასთან ერთად სურდათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, არიან ზუსტად ის პოლიტიკოსები, რომლებიც იყენებენ ამ საქმეს საკუთარი პოლიტიკური სუბიექტური მიზნებისათვის",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. "ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა მიიღო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს ყველას, ხელისუფლების სახელით ვამბობ ამ შემთხვევაში, გვაქვს ძალიან ნათელი მიზანი. მიზანი არის ის, რომ ამ მძიმე დანაშაულს საბოლოოდ მოეფინოს ნათელი, ყველა დეტალს, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან. ძალიან ცუდია, როდესაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ კონკრეტული პარტიები ამ საქმეს და ამ შემთხვევაშიც, ის ადამიანები, რომლებსაც სურდათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, ბავშვის მამასთან ერთად, ისინი არიან ზუსტად ის პოლიტიკოსები, რომლებიც იყენებენ ამ საქმეს საკუთარი პოლიტიკური სუბიექტური მიზნებისათვის, რაც არის ამორალური საქციელი. იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ჩადიან ასეთ ამორალურ რამეს, პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოზიცია არის სწორი",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)