10:48 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 15:02:47, 1144 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია, მთავარი პროკურორის კანდიდატურა საზოგადოების მხრიდან​ მაქსიმალური ლეგიტიმაციის იყოს

ჩვენი მიზანია, მთავარი პროკურორის კანდიდატურა საზოგადოების მხრიდან​ მაქსიმალური ლეგიტიმაციის იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე მთავარი პროკურორობის კანდიდატებზე მსჯელობა არ ყოფილა.

„ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს საზოგადოების მაქსიმლუარი ჩართულობით მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას. როგორც შევპირდით საზოგადოებას, მაქსიმალურად ფართო იქნება ეს კონსულტაციები და ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა, რომელიც შერჩეული იქნება, იყოს მაქსიმალური ლეგიტიმაციით საზოგადოების მხრიდან​.   პრინციპებზე შევჯერდით მხოლოდ. რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატურებს, ამის შესახებ პოლიტსაბჭოზე ჯერ არ ყოფილა საუბარი. მხოლოდ მაშინ იმსჯელებს პოლიტსაბჭო, როდესაც უკვე მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ, პარლამენტს გაეგზავნება კონკრეტული კანდიდატურა, ამის შემდეგ დადგება პოლიტსაბჭოზე ეს საკითხი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის განცხადებით,  სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს და პოზიციები შეაჯერეს.

„როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება უკვე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება. ხვალიდანვე პარლამენტის უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდება. კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, რამდენიმე დღეში გაიმართება კომისიის პირველი სხდომა. ასე რომ, ეს პროცესი წავიდა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics