|
2018-06-03 14:34:27, 2805 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი: ირანის შესაძლო იერიშის შემთხვევაში ნატო ისრაელს არ დაეხმარება
ირანის შესაძლო იერიშის შემთხვევაში ნატო ისრაელს არ დაეხმარება- ამის შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. Spiegel-ის ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ალიანსს ისრაელთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ნატოს შეთანხმება მხოლოდ მისი წევრების დაცულობის გარანტიაა. კოლექტიური თავდაცვის გამოყენებაზე, რაზეც შეთანხმების მე-5 თავშია საუბარი ისრაელზე არ ვრცელდება. სტოლტენბერგის თქმით, ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში სირიამ ისრაელი სარაკეტო იერიშში დაადანაშაულა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელმა ღიად განაცხადა და არაერთხელ გააფრთხილა ირანი, რომ აღარ მოითმენს მეზობელ სირიაში ირანის აქტივობებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)