|
2018-06-03 13:43:42, 2604 ნახვა
მსოფლიო
იორდანიაში მესამე დღეა საგადასახადო რეფორმას აპროტესებენ
იორდანიაში მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. BBC-ის ცნობით, საპროტესტო აქცია პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან მიახლოება სცადეს. მომიტინგეების დასაშლელად ძალოვნებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მომიტინგეების თქმით, ახალი კანონი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით მომზადდა, საშუალო ფენის წარმომადგენელ მოქალაქეებს დააზარალებს. დემონსტრანტები მეფეს მოუწოდებენ, დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი. მონარქმა თავის მხრივ, ყველა მხარეს კომპრომისის მოძიებისკენ მოუწოდა. დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა მეფე აბდულამ და განმარტა, რომ ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებმა გააუარესა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)