|
2018-06-03 11:24:19, 2354 ნახვა
მსოფლიო
Die Welt: სწრაფი რეაგირების ძალებში ნატო 30 000 ჯარისკაცის დამატებას გეგმავს
გერმანული გამოცემა Die Welt-ის ინფორმაციით, ნატო სწრაფ რეაგირების ძალებში 30 000 ჯარისკაცის დამატებას გეგმავს. მედიის ცნობით, აღნიშნული ქვედანაყოფი რუსეთის შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად იქნება განკუთვნილი. ირკვევა, რომ ინიციატორის ავტორი ამერიკის შეერთებული შტატებია. „ალიანსი ცალკეული მოკავშირეების ოპერატიული მზადყოფნის გაძლიერებას გეგმავს, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და ჰაერში“, – ნათქვამია Die Welt-ის სტატიაში. როგორც პუბლიკაციის ავტორები ამბობენ, ახალი სარეზერვო ძალები „შესაძლო კრიზისისთვის“ ნატო-ს მზადყოფნას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, სამხედროები სრულ მზადყოფნაში 30 დღის ვადაში უნდა იყვნენ. მედიის ცნობით, ამ საკითხზე ნატო 7 ივნისს იმსჯელებს. სარეზევრო ძალების გაფართოების გარდა, 7 ივნისს ნატო-ში ასევე განიხილავენ სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს, რაც სამხედრო ტექნიკის უფრო სწრაფი გადაადგილებისთვისაა აუცილებელი. „ეს მოითხოვს როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნას და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას“, – ნათქვამია Die Welt-ის სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)