05:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 11:04:52, 1696 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ YouthDIG 2018 - ის მონაწილეები ქართველ ახალგაზრდებს გამოცდილებას გაუზიარებენ

„დღეს ჩვენ ტექნოპარკში ვმასპინძლობთ ახალგაზრდებს ევროპის 20 ქვეყნიდან. სწორედ მათ უნდა მიიღონ მომავალში გადაწყვეტილებები, თუ როგორ გამოიყენონ ეს მონაცემები, რომელთაც სახელმწიფო აგროვებს და შექმნან დამატებითი აპლიკაციები და სერვისები, რომელთაც შემდგომში მოსახლეობას მიაწვდიან“, -ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. 

პრემიერი ფორუმ „ევროპული დიალოგი ინტერნეტ-მმართველობისთვის" (EuroDIG 2018) ფარგლებში გამართულ YouthDIG 2018 -ს დაესწრო.  

ღონისძიებაში მონაწილეობენ ახალგაზრდა დელეგატები ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ისინი მთელი დღის განმავლობაში განიხილავენ და გამართავენ  დისკუსიებს ინტერნეტ მმართველობის ძირითად საკითხებზე.

ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ YouthDIG 2018 - ზე მისი მონაწილეები ერთმანეთს და ასევე ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც ფორუმში მონაწილეობენ, გაუზიარებენ გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლება უკეთესად იქნას გამოყენებული ინტერნეტი სახელმწიფოს მართვაში და არა მხოლოდ.

„ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალში ეს გამოცდილება ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყანას მოხმარდება," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics