|
2018-06-02 11:51:19, 2299 ნახვა
მსოფლიო
The Wall Street Journal: თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ამზადებს
თეთრი სახლი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ამზადებს, - ამის შესახებ The Wall Street Journal სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პარასკევს ამერიკის ელჩი რუსეთში ჯონ ჰუნტსმანი ვაშინგტონში იმყოფებოდა, რათა პრეზიდენტების შეხვედრის დაგეგმვაში მიეღო მონაწილეობა. წყაროს განცხადებით, შეხვედრის დაგეგმვის პროცესი ჯერ ადრეულ სტადიაზეა, რადგან ქვეყნები ჩატარების ადგილსა და თარიღზე უნდა შეთანხმდნენ. მედიის ცნობით, პრეზიდენტების ნებისმიერი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები სირია, უკრაინა და ბირთვული იარაღი იქნება. ტრამპისა და პუტინის აღნიშნული შეხვედრა იქნება რიგით მესამე, მას შემდეგ რაც რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა პოსტი დაიკავა. მანამდე ამერიკაში რუსეთის ყოფილმა ელჩმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი პუტინი ვაშინგტონში ჯერ კიდევ 20 მარტს მიიწვია, როდესაც ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)