|
2018-06-01 23:37:10, 3164 ნახვა
სპორტი
მეუფე პეტრე: ვადასტურებ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს, რომელიც შესაცვლელია
პარლამენტთან, სადაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას წერილი წაიკითხეს. მეუფემ ზაზა სარალიძეს და ყველა შვილმკვდარ მშობელს თანადგომა გამოუცხადა. მიტროპოლიტის შეფასებით, სახელმწიფომ ბოლომდე ვერ დააღწია თავი საბჭოთა კავშირს. მან მადლობა გადაუხადა სარალიძეს, „რადგან მას შერჩა ძალა უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად“. "ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო და ძმანო, დედანო და დანო, გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს. წმინდა ნინომ მე-4 საუკუნეში იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მისი ლოცვით დაიმსხვრა საქართველოში არსებული კერპები და ქართველი ერი განთავისუფლდა კერპთაყვანისმცემლობის ტყვეობიდან. მაგრამ სამწუხაროდ დღეს, საუკუნეების შემდეგ ბოლომდე ვერ განთავისუფლდა საბჭოთა მემკვიდრეობიდან. სახელმწიფომ თავი ვერ დააღწია უსამართლობას, მიკერძოებულ სამართალსა და ფარისევლობას. ცხადია განსვენებულტა მშობლებს მძიმე ხვედრი ერგოთ, მაგრამ მადლობა ღმერთს ბატონ ზაზა სარალიძეს ამ უდიდესი ტკივილის ფონზე აღმოაჩნდა სულიერი ძალა უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისა, მასშტაბური პროტესტისა. მან ყველას სათქმელი მიიტანა სამართლიან ტრიბუნამდე, ქვეყნის მაჯისცემამდე. ბატონ ზაზასთან ერთად მტელი გულით განნვიცდით უსამართლოდ გამოტანილ მსჯავრს. თანადგომას ვუცხადებ მას და ვადასტურებ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელელია“, - ნათქვამია მიტროპოლიტ პეტრეს წერილში.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)